საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ რასულ ჯალილს და თეირანის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, რომელზეც მხარეებმა ორ უნივერსიტეტს შორის სამომავლო კოლაბორაციის შესაძლებლობები განიხილეს, ესწრებოდნენ სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლენა შატაკიშვილი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დევი ხვედელიანი, რექტორის მრჩევლები - აკადემიური საბჭოს წევრი, პროფესორი ლავრენტი გუდავაძე და კონსტანტინე ბასილაშვილი, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

როგორც დავით გურგენიძემ და რასულ ჯალილმა აღნიშნეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შარიფის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის კოლაბორაცია ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას გააღრმავებს და მხარეებს მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ერთობლივად დანერგვის საშუალებას მისცემს.

სტუ-ის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით, ლიდერია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მისი მეცნიერები კი ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს ახორციელებენ და აქტიურად მონაწილეობენ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებსა და მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები, იმედისმომცემი ახალგაზრდა მკვლევრები და მოტივირებული სტუდენტები, მათ შორისაა 67 ირანელი ახალგაზრდა. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შევეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, მათ შორის ირანელ კოლეგებთან. ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ლაბორატორიების სახით, რისი გამოყენებაც წარმატებული კოლაბორაციისა და საერთო მიზნებისთვის შეგვიძლია. ვფიქრობთ, ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები ერთობლივად არაერთ სამეცნიერო პროექტზე ვიმუშავებთ და მოხარული ვიქნებით, თუ სამეცნიერო ბაზა ამ პროექტებისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება. მთავარია, ორი უნივერსიტეტის მეცნიერებმა და მკვლევრებმა, ინოვაციების ერთობლივად დანერგვაზე ვიმუშაოთ“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

როგორც შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორმა, რასულ ჯალილმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას გაცილებით მრავალმხრივს გახდის.

„დაინტერესებული ვართ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებობს საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულების ყველა ფაკულტეტი და საგანმანათლებლო პროგრამები. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ დარგების ერთობლივად განვითარება დადებითი შედეგის მომტანი იქნება ორივე უნივერსიტეტისა და ორივე ქვეყნისთვის. ასევე, დიდი სურვილი გვაქვს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შარიფის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის დარგობრივი კუთხით, გაცვლითი პროგრამები ავამუშაოთ, როგორც აკადემიური პერსონალისთვის, ასევე, სტუდენტებისთვის. რაც ხელს შეუწყობს ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებას და სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს. პარტნიორობაში მზაობისთვის მადლობას ვუხდით რექტორს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს“, - განაცხადა რასულ ჯალილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრის შემდეგ, შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დელეგაციამ ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მდიდარი წიგნსაცავი, სამკითხველო დარბაზები და რარიტეტული კოლექციები დაათვალიერა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა