ლაშა ფარულავა - საგარეო ვექტორი შეცვლილია, ივანიშვილის რეჟიმი ირაკლი ღარიბაშვილის პირით ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთის ბანაკის მხარეს აღმოვჩნდეთ

საგარეო ვექტორი შეცვლილია, ივანიშვილის რეჟიმი ირაკლი ღარიბაშვილის პირით ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთის ბანაკის მხარეს აღმოვჩნდეთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა, სადაც, მისი თქმით, ღარიბაშვილმა თქვა, რომ რეგიონში პრობლემები თავად უნდა გადავწყვიტონ და არავის დახმარება არ სჭირდებათ.

„საგარეო ვექტორი შეცვლილია, ივანიშვილის რეჟიმი ირაკლი ღარიბაშვილის პირით ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთის ბანაკის მხარეს აღმოვჩნდეთ. როცა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება და ევროპულ ღირებულებებთან თავსებადობა, მითუმეტეს საგარეო კუთხით, ყველაფერს აკეთებენ, რომ “ეფესბეს” და რუსეთის დავალებები შეასრულონ“, - განაცხადა ფარულავამ.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება