ნიკოლოზ სამხარაძე - ვიქტორ ორბანისთვის პრორუსი პოლიტიკოსის დარქმევა დიდი შეცდომაა - ევროკავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში პრორუსული მთავრობა რომ იყოს, ქვეყნის ევროკავშირიდან და ნატო-დან გაყვანას შეეცდებოდა

ვიქტორ ორბანისთვის პრორუსი პოლიტიკოსის დარქმევა ძალიან დიდი შეცდომაა - ევროკავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში პრორუსული მთავრობა რომ იყოს, ქვეყნის ევროკავშირიდან და ნატო-დან გაყვანას შეეცდებოდა, რადგან პრორუსული მთავრობა ასე მოიქცეოდა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.

სამხარაძის თქმით, ორბანს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვს, ის განუხრელად საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად გამოდის, რაც რიგ შემთხვევაში, შეიძლება სხვა ევროპული ქვეყნების პოლიტიკასთან თანხვედრაში არ იყოს. როგორც სამხარაძემ აღნიშნა, აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში პრორუსული მთავრობაა.

“ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით. ერთი ეს არის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. უნგრეთს ევროპულ საბჭოში აქვს ხმა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ უნგრეთმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭიროს და საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი იყოს. მეორე - ეს არის ორმხრივი ურთიერთობები. საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ურთიერთობებო სხვა სფეროში. ამიტომ დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითია, გაიმართა მთავრობათაშორისო სხდომა. ეს ვიზიტი ქართულ-უნგრული ურთიერთობების წინ წასაწევად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სამხარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება