გიორგი ფანგანმა EU4Energy-ს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ბრიუსელში, EU4Energy-ს ორგანიზებით გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები განიხილეს. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გიორგი ფანგანმა მონაწილეებს სემეკის მიერ ევროკავშირის დახმარებით განხორციელებული აქტივობები გააცნო და ყურადღება ენერგეტიკის სექტორის რეგულირების პროცესში მათ მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტებზე და აღნიშნული დახმარების ფარგლებში, განხორციელებული პროექტების მართვის მექანიზმებზე იმსჯელეს.

EU4Energy -ის მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სუფთა ენერგიის განვითარებას, ენერგეტიკის საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოების, აგრეთვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაძლიერებას, მდგრადი ენერგეტიკული ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას ხელი შეუწყოს. პროგრამა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER), ენერგეტიკული გაერთიანებისა და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მიერ ხორციელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება