„საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის STEM სკოლაში სწავლის 2000 მსურველი დარეგისტრირდა

„საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის STEM სკოლაში სწავლის 2000 მსურველი დარეგისტრირდა. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დარეგისტრირებული მსურველებიდან სწავლა 400-ამდე მოსწავლემ დაიწყო, ხოლო „საქართველოს ბანკის“ სტიპენდია 100-ზე მეტმა მოსწავლემ მოიპოვა.

STEM სკოლა „საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტია, რომელიც საქართველოში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

STEM სკოლამ მოსწავლეთა ორი ნაკადი უკვე წარმატებით მიიღო. საბოლოოდ, ონლაინ სკოლაში სწავლის 2000 მსურველი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც სწავლა 400-ამდე მოსწავლემ დაიწყო, ხოლო „საქართველოს ბანკის“ სტიპენდია 100-ზე მეტმა მოსწავლემ მოიპოვა.

STEM მიმართულება თანამედროვე სამყაროში ოთხ ყველაზე მოთხოვნად და მნიშვნელოვან სფეროს – საბუნებისმეტყველო მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას აერთიანებს. აღნიშნულ მიმართულებებზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში STEM განათლება სკოლის სასწავლო მოდულშიც ჩაემატა. წამყვანი უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებული სტიპენდიების დიდი ნაწილიც, სწორედ მომავალი მეცნიერებისთვის და ინჟინრებისთვის არის განკუთვნილი.

შესაბამისად, STEM სკოლა წარმოადგენს შესაძლებლობას მოსწავლეებისთვის, არა მხოლოდ გამოიყენონ, არამედ თავად შექმნან ინოვაციები.

მათივე ინფორმაციით, ერთწლიანი ონლაინ კურსის გავლა მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. კურსი ორ მოდულს აერთიანებს, პირველი მოდული თეორიულ ნაწილს მოიცავს, ხოლო მეორე – პრაქტიკულს, თუმცა გაკვეთილები ყოველთვის ინტერაქციულია.

პროექტის განხორციელებით, „საქართველოს ბანკის“ მიზანი რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. სწორედ ამიტომ, ბანკი ყოველწლიურად სკოლაში ჩარიცხულ, 60 მოსწავლეს სწავლას სრულად უფინანსებს და მათ სასწავლო პროცესში საჭირო მოწყობილობებით უზრუნველყოფს.

STEM სკოლაში ჩარიცხვისთვის მოსწავლეებმა ჩააბარეს გამოცდა, რომელიც სკოლაში უკვე ნასწავლ, STEM სკოლის სასწავლო მასალის დაძლევისთვის მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა. როგორც კომაროვის სკოლის დირექტორი ამბობს: ,,მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან ასეთი დიდი დაინტერესება იძლევა იმედს, რომ მომავლის საქართველო და ახალი თაობა ფეხს აუწყობს ტექნოლოგიურ პროგრესს. იმედი მაქვს, რომ STEM სკოლის მოსწავლეები ცოდნას საუკეთესო საერთაშორისო უნივერსიტეტებში გაიღრმავებენ, შეძენილ უნარებსა და რესურსებს კი საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ მიმართავენ“.

პროექტის განსაკუთრებულობა სწორედ ხელმისაწვდომობა და ყველასათვის თანაბარი შესაძლებლობის მიცემაა. STEM სკოლის მთავარი იდეა კი მომავალი მეცნიერების, ტალანტების პოვნა და მათთვის კარგი საბაზისო ცოდნის მიცემაა.

„საქართველოს ბანკში“ გვჯერა განათლების, ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების. ამიტომ, მიზნად ვისახავთ, მოსწავლეებს მივცეთ წვდომა მაღალი ხარისხის განათლებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს მათ, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და შექმნან უკეთესი, უფრო ნათელი მომავალი. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, ჩვენი ძალისხმევით კი უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შევქმენით განათლების შესაძლებლობა. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ მოსწავლეების მხარდაჭერას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

ბანკის ინფორმაციით, პროექტის პირველი მიღება ამჟამადაც წარმატებით განაგრძობს სწავლას, მეორე ნაკადმა კი სულ ახლახან დაიწყო სწავლა და პირველი გაკვეთილის ემოციები უკვე გამოცადა. STEM სკოლა მომავლის პროექტია, რომელიც ცნობისმოყვარე მოსწავლეებს მეცნიერებისთვის ამზადებს. აქ ახალგაზრდები სწავლობენ, რომ კრეატიული იდეები, ფანტაზია და ტექნიკური ცოდნა ერთად ქმნის ინოვაციას, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს ადამიანების ყოველდღიურობა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა