ენტონი ბლინკენი - „ჰამასის“ თავდასხმას ამერიკის, სულ მცირე, 25 მოქალაქე ემსხვერპლა

“ჰამასის” თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ ან დაიკარგნენ ადამიანები 36 ქვეყნიდან, ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა - ვერცერთი რეგიონი ვერ გადაურჩა „ჰამასის“ სისხლიან შეხებას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში, ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ვისაც მშვიდობა და სამართლიანობა სურს, „ჰამასის“ ტერორისტული მმართველობა უნდა დაგმოს.

„ჩვენ ვიცით, რომ „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს ან მათ ლეგიტიმურ მისწრაფებებს. ჩვენ ვიცით, რომ „ჰამასი“ არ იცავს მომავალს, რომელიც პალესტინელებს სურთ საკუთარი თავისთვის და შვილებისთვის. „ჰამასს“ აქვს მხოლოდ ერთი დღის წესრიგი - გაანადგუროს ისრაელი და მოკლას ებრაელები“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება და მათ შორის ამერიკის, სულ მცირე, 25 მოქალაქეა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს