ენტონი ბლინკენი 13 ოქტომბერს კატარში გაემგზავრება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 13 ოქტომბერს კატარში გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათ ცნობით, ბლინკენი კატარის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს გეგმავს.

ცნობისთვის, ამ კვირის დასაწყისში კატარი მედიატორობას ცდილობდა ღაზას სექტორში ტყვეობაში მყოფი ქალებისა და ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან 36 ქალის გამოშვების საქმეში.

კატარმა დაადასტურა, რომ ის მედიაციის საუბრებში მონაწილეობდა, მაგრამ ისრაელი უარყოფს, რომ რაიმე სახის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა