მაია ბითაძემ კონფერენციაში „ჰაერის ხარისხის მონიტორინგი: მიმდინარე პროგრესი, გამოწვევები და სამომავლო მიმართულებები“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებასა და ჰაერის დაბინძურების პრევენციის საკითხებს მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციაზე მაია ბითაძემ განაცხადა, რომ ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც საკანონმდებლო სფეროში, ისე პრაქტიკული ღონისძიებების გატარების კუთხით.

მან ისაუბრა პარლამენტის მიერ უახლოეს წარსულში მიღებულ კანონებზე, რომლებმაც წვლილი უნდა შეიტანონ ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებასა და ჰაერის დაბინძურების პრევენციაში.

„მათ შორისაა ტექინსპექტირებასთან დაკავშირებული რეგულირებები, ამტვერების აღკვეთა, გამწვანების პროექტის ინტეგრირება სივრცით კანონმდებლობაში, გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლი, საწარმოებში თვითმონიტორინგის ვალდებულება და ემისიების შესახებ ახალი კანონის პროექტი.

როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. ამ საკითხთან გასამკლავებლად ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტად ჰაერის დაბინძურების მუდმივი მონიტორინგისა და ძირითადი დამაბინძურებლების ანალიზის წარმოება მოიაზრება, რის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზეც შესაძლებელი იქნება სწორი სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების დასახვა.

კონფერენციაზე იმსჯელეს გაეროს განვითარების პროგრამის „მმართველობის რეფორმის ფონდის“ ინიციატივაზე, რომლის საფუძველზეც გარემოს ეროვნული სააგენტო, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით 2019 წლიდან ახორციელებს პროექტს „ჰაერის ხარისხის პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის კომპლექსური ინსტრუმენტების დანერგვის გზით“. აღინიშნა, რომ იმავე პროექტის ფარგლებში ქართველი და ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ცენტრალური ნაწილის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმა შემუშავდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება