ბერდია სიჭინავა - როდესაც ქვეყანა ორბანიზაციის გზას ადგება, დიდი ტრაგედიაა

ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან საუბარი იყო, რომ ვიქტორ ორბანი არის ქრისტიანობის მცველი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - იმ ორბანზეა საუბარი, რომელსაც კრიმინალური ძებნილები ჰყავს შეფარებული,“ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები , - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რითაც შეაფასა უნგრეთის-პრემიერ მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი.

როგორც სიჭინავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში“ განაცხადა, როდესაც ქვეყანა „ორბანიზაციის გზას ადგება“, დიდი ტრაგედიაა.

ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან საუბარი იყო, რომ ვიქტორ ორბანი არის ქრისტიანობის მცველი და ევროკავშირში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღები პირი, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მეგობარი ქვეყანაა. იმ ორბანზეა საუბარი, რომელსაც კრიმინალური ძებნილები ჰყავს შეფარებული,“ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები. ბუნებრივი შეკითხვაა, რომ იყო თუ არა ამ თემებთან დაკავშირებით საუბარი. დააყენა თუ არა ორბანმა სააკაშვილის საკითხი ირაკლი ღარიბაშვილთან? გამოხატა თუ არა სურვილი მოენახულებინა თავისი მეგობარი სააკაშვილი. ფაქტობრივად, სასიყვარულო სამკუთხედია. საერთო საძმაკაცო გამოდის სააკაშვილს, ღარიბაშვილსა და ორბანს შორის.

კარგად ვიცით, ვიქტორ ორბანის რეპუტაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ. როდესაც ქვეყანა ორბანიზაციის გზას ადგება, დიდი ტრაგედიაა“, - განაცხადა სიჭინავამ.

მისივე განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა შეკითხვით მიმართა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს, რომ იყო თუ არა საუბარი იმ ადამიანების ექსტრადიციაზე, რომლებიც უნგრეთმა შეიფარა.

„როდესაც უნგრეთთან მჭიდრო ურთიერთობები ყალიბდება, გვაინტერესებს იყო თუ არა საუბარი იმ ადამიანების ექსტრადიციაზე, რომლებიც უნგრეთმა შეიფარა. ეს ადამიანები ბუდაპეშტში თავისუფლად გადაადგილდებიან, დღემდე ბუდაპეშტში ცხოვრობს ერეკლე კოდუა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა შეკითხვით მივმართეთ ირაკლი ღარიბაშვილს. მეეჭვება რამე პასუხის გაგვცეს, „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ ხელოვნურად მოგონილი მტერია, რომელიც საუკეთესო საფრთხობელაა“, - განაცხადა სიჭინავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება