ვეტერანები და ვეტერანის ოჯახის წევრები, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მუზეუმებს უფასოდ დაათვალიერებენ

ვეტერანები და ვეტერანის ოჯახის წევრები, ვეტერნის დღისადმი მიძღვნული კვირეულის ფარგლებში მუზეუმებს უფასოდ დაათვალიერებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ვეტერანების და ვეტერანების ოჯახის წევრებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 14, 15,16 და 17 ოქტომბერს შესაძლებელი იქნება უფასო ვიზიტი შემდეგ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში:

“უფლისციხის ისტორიული-არქიტექტურული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი; მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვახვრელი.

ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; მისამართი: ასპინძის მუნიციპალიტეტი. უჯარმისა და დავით - გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი ; მისამართი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. მუცოს მუზეუმ-ნაკრძალი; მისამართი: დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი მუცო. ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი; მისამართი: მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩაჟაში (უშგულის თემი). 15 ოქტომბერს და 17 ოქტომბერს შემდეგ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში: ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; მისამართი: ბორჯომი, წმ. ნინოს ქ. #5. გრემის მუზეუმი; მისამართი: ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფელი ენისელი. ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი; მისამართი: სამტრედია, სოფელი დიდი ჯიხაიში. პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი; მისამართი: სენაკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნოქალაქევი. ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; მისამართი: ქუთაისი, ნაზარიშვილების ქ. #7.

ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი; მისამართი: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი მირზაანი, თბილისი, ფიროსმანის ქ. #29. დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი; მისამართი: დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოძისი. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი; მისამართი: ქ. ოზურგეთი, 9 აპრილის ქ. #8. დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი; მისამართი: გორი, ვერხვების დასახლება. სამშვილდისა და კლდეკარის მუზეუმ-ნაკრძალი; მისამართი: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი; არმაზციხე (ბაგინეთი), არმაზისხევის (პიტიახშთა) კომპლექსი, სამთავროს სამაროვანი; აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში, ვეტერანებისათვის ვიზიტი ნებისმიერ დროს უფასოა, ხოლო მითითებულ თარიღებში ვეტერანის ოჯახის წევრებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, უფასოდ მოინახულონ აღნიშნული მუზეუმები. ვიზიტის დროს აუცილებელია, პირმა თან იქონიოს ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობა, ან მარჩენალდაკარგულის დამადასტურებელი ცნობა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა