გაერო პალესტინელების დასახმარებლად 294 მილიონ დოლარს ითხოვს

გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისი ქვეყნებს სთხოვს, გამოყონ 294 მილიონი აშშ დოლარი, სასწრაფო დახმარების სახით, პალესტინელების ყველაზე გადაუდებელი საჭიროებებისთვის.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღაზაში ხუთშაბათს 84 000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, საერთო ჯამში კი თავშესაფრის გარეშე 423 000-ზე მეტი ადამიანია დარჩენილი. ამასთან, მოსახლეობის უმეტესობას აღარ აქვს წვდომა სასმელ წყალზე.

„50 000 ორსული ქალიდან, დაახლოებით 5 500-მა უახლოეს მომავალში უნდა იმშობიაროს. ისინი ცდილობენ, ჰქონდეთ წვდომა ჯანმრთელობის სერვისებზე, რადგან ჯანდაცვის მუშაკები, საავადმყოფოები და კლინიკები თავდასხმის ქვეშ არიან“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა