მარიჯანის ქუჩაზე უნივერსალური სპორტული მოედანი მოეწყო

თბილისის საკრებულოსა და „საქართველოს ბანკს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის და კამპანია „შენი მოედნის“ ფარგლებში, მარიჯანის ქუჩაზე, უნივერსალური სპორტული მოედანი მოეწყო.

თბილისის საკრებულოს ცნობით, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) სტანდარტების შესაბამისად განახლებული მოედანი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ვაკის რაიონის მაჟორიტარმა, გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, თორნიკე კუპრაშვილმა, ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ და საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.

საპილოტე პროექტის ფარგლებში, სპორტული მოედანზე სრულად განახლდა ბეტონის ფუნდამენტი, დაიგო მრავალფენოვანი სპორტული საფარი, დამზადდა ახალი მინი ფეხბურთის კარები, კალათბურთის ფარები და ჩოგბურთის ბადის დამჭერი კონსტრუქცია. ასევე, შეკეთდა პერიმეტრის დამცავი ღობე, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა და მაყურებელთა სკამები. აღნიშნული სამუშაოები „საქართველოს ბანკის“ მიერ სრულად დაფინანსდა. სამუშაო პროცესი კი კომპანია Renew Holding-მა განახორციელა.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ეს არის პირველი მოედანი, რომელიც საკრებულოსა და „საქართველოს ბანკს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შედეგად, კამპანია „შენი მოედნის“ ფარგლებში რეაბილიტირდა. მისივე თქმით, ეს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია.

„დღეს ჩვენ ვხედავთ თუ როგორი ნაყოფიერი შეიძლება იყოს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა. „საქართველოს ბანკმა“, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პირველი უნივერსალური სპორტული მოედანი მოაწყო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებული მოედნით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ჩვენი თანამშრომლობის მიზანიც სპორტული ინფრასტრუქტურის განახლების გზით, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. მინდა, მადლობა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“ გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის და იმედი გამოვთქვა, რომ აღნიშნულ კამპანიაში სხვა კერძო კომპანიებიც ჩაერთვებიან“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კამპანია „შენი მოედნის“ ფარგლებში, თბილისის საკრებულოსა და „საქართველოს ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.

„კამპანია „შენი მოედნის“ ფარგლებში განხორციელდება არსებული სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და კომპლექსური ექსპლუატაცია; სპორტულ აქტივობებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოხდება მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური ფენების მაქსიმალური ჩართვა; ეზოებსა და უბნებში სხვადასხვა ფორმატის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფორმირება; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ვოლონტიორული მოძრაობის და ტერიტორიული პრინციპით სოციალურად მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზება.

აღნიშნული აქტივობები მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და კამპანიაში ჩართული კომპანიების ფინანსური რესურსით განხორციელდება. თბილისის საკრებულო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს შეუწყობს კომპანიებს სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში. სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც აღნიშნული კამპანიის ფარგლებში მოეწყობა, ამ კომპანიების კორპორაციული სიმბოლიკით დაიბრენდება და მოსახლეობისთვის სრულიად უსასყიდლოდ იქნება ხელმისაწვდომი.

თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკთან ერთად, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კამპანია „შენი მოედნის“ წარმდგენები აიპ „მომავლის კალათბურთი“, მისი პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი მერაბ ბოქოლიშვილი და კომპანია „Renew Holding“-ი არიან“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის