ჯაბა სამუშიამ სლუპსკის პომორიის უნივერსიტეტის სასწავლო წლის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პოლონეთის რესპუბლიკის სლუპსკის პომორიის უნივერსიტეტის სასწავლო წლის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას პოლონეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) სეიმისა და სენატის წევრები, ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები, პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„საერთაშორისო კოლაბორაცია უმაღლესი განათლების სფეროში მნიშვნელოვანია კულტურათა გაგებისთვის, ერთობლივი კვლევითი საქმიანობის წახალისებისათვის, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობისთვის, აკადემიური გამოცდილების გამდიდრებისთვის. ეს არის გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისკენ მისწრაფება, რომელიც მოგვიწოდებს, რომ მუდმივად ვეძიოთ პარტნიორობის ახალი პერსპექტივები“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ პომორიის უნივერსიტეტის ინაუგურაციაზე და უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს უნივერსიტეტის სტატუსის მოპოვება მიულოცა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, თსუ-ის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის რექტორმა ჯაბა სამუშიამ თსუ საპატიო დოქტორი, პოლონეთის რესპუბლიკის სლუპსკის პომორიის უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრაციის ფაკულტეტის პროფესორი, ჰაბილიტირებული დოქტორი დარიუშ შპოპერი ღონისძიებაზე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა