გაერო-ს დახმარების სააგენტოს ღაზას ოპერაციები სამხრეთით გადააქვს

პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოს ღაზას სექტორის ოპერაციები ანკლავის სამხრეთით გადააქვს და თანამშრომლებიც გადაჰყავს.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი გააგრძელებენ ჰუმანიტარულ ოპერაციებს და დახმარებას გაუწევენ თავის თანამშრომლებსა და პალესტინელ ლტოლვილებს.

„მოვუწოდებთ ისრაელის ხელისუფლებას, დაიცვას პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოს თავშესაფრებში, მათ შორის სკოლებში, მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები. გაერო-ს ეს სკოლები და გაერო-ს ყველა სხვა თავშესაფარი ორგანიზაციის ობიექტებია. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, ისინი ყოველთვის დაცული უნდა იყვნენ და მათზე თავდასხმა არასდროს უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) ცნობით, ღაზაში 423 000 დევნილი ადამიანის ორ მესამედზე მეტი თავს გაერო-ს დახმარების სააგენტოს სკოლებს აფარებს თავს.

პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტომ გუშინ განაცხადა, რომ ღაზაში, 7 ოქტომბრის შემდეგ, მათი 12 თანამშრომელი დაიღუპა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა