ამერიკის აკრედიტაციის კომისიის ინფორმაციით, იმ კლინიკებს, რომლებმაც AACI-ზე შეაჩერა არჩევანი, მეორე სამწლიანი აკრედიტაციის პროცესი 33%-ით ნაკლები დაუჯდებათ

ამერიკის აკრედიტაციის კომისიის (AACI) განცხადებით, იმ კლინიკებს, რომლებმაც AACI-ზე შეაჩერა არჩევანი, მეორე სამწლიანი აკრედიტაციის პროცესი 33%-ით ნაკლები დაუჯდებათ.

ინფორმაციას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, წინასწარი საჭირო აღარ იქნება შეფასებაც. „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელის, არჩილ მორჩილაძის განცხადებით, AACI-ის მომსახურება სამ წლიანია და კლინიკაში ოთხ ვიზიტს მოიცავს. ესენია წინასწარი აუდიტი, ძირითადი შეფასება და ორი პერიოდული შეფასება. მაშინ როდესაც ზოგიერთი ორგანიზაცია კლინიკაში ვიზიტს მხოლოდ ერთხელ ახორციელებს და გასცემს სამწლიან აკრედიტაციას, ზოგიერთი კი მხოლოდ ე.წ. თვითშეფასების დოკუმენტს ეყრდნობა. დღეს არსებული სტანდარტით, ყოველწლიური შეფასების გარეშე, აკრედიტაციის პროცესი ფორმალურ პროცედურად გადაიქცევა.

მნიშვნელოვანია და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იმ კლინიკებს ვინც ჩვენზე შეაჩერა არჩევანი, მეორე სამ წლიანი აკრედიტაციის პროცესი 33%-ით ნაკლები დაუჯდებათ, ასევე აღარ იქნება საჭირო წინასწარი შეფასება. ამასთანავე უკვე მომზადებული იქნება ადგილობრივი აუდიტების რამდენიმე გუნდი, რომლებიც ქართული კლინიკების აკრედიტაციის პროცესში ჩაერთვებიან, რაც მნიშვნელოვნად გააიაფებს აკრედიტაციას.

ვურჩევთ კლინიკებს, სანამ მააკრედიტებელ ორგანიზაციას შეარჩევენ ყველა ნიუანსი დააზუსტონ და გადაწყვეტილება ისე მიიღონ. მნიშვნელოვანია, რომ მააკრედიტებელ ორგანიზაციას გამოცდილება და მაღალი საერთაშორისო რეპუტაცია ჰქონდეს. აკრედიტაციის მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ სერტიფიკატის მიღება, არამედ პაციენტების სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესება, რაც აუცილებლად აისახება კლინიკის რეპუტაციაზე“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის