შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მისიის ხელმძღვანელთან, კაორი იშიკავასთან.

ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები განიხილეს.

„ალექსანდრე დარახველიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ჩართულობით სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების პროცედურებში შეტანილ ცვლილებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ გაერო-ს ქალთა ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა სამინისტროს მხარდაჭერისა და მის ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საკუთარი წვლილი შეაქვს უწყების შესაძლებლობების განვითარებაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს