დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ აღდგენითი მართლმსაჯულების თემაზე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ საერთაშორისო კონფერენციის - „აღდგენითი მართლმსაჯულების როლი სისხლის სამართლის საქმეებში“ - მონაწილეებს სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკა და მიღწევები გაუზიარა.

ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ორდღიანი კონფერენცია თბილისში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და გენერალური პროკურატურის ორგანიზებით, ევროპის საბჭოსთან, გაეროს ბავშვთა ფონდსა და ევროკავშირთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.

„საერთაშორისო კონფერენციის მიზანია აღდგენითი მართლმსაჯულებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება, ამ სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის განხილვა და გაზიარება.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა იუსტიციის მინისტრის მოადგილე-ბუბა ლომუაშვილი, რომელმაც დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმატებული მედიატორები და სოციალური მუშაკები დააჯილდოვა.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა - ლადო ხელაძემ მოხსენება წაიკითხა.

„გასული 2022 წელი, მეტად თვალსაჩინო გახლდათ განრიდების პროგრამებისთვის, სადაც 1175 პირი იქნა ჩართული - ეს კი, აქამდე არსებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - განაცხადა ლადო ხელაძემ.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა მოწვეული ექსპერტების ჩართულობით აღდგენითი მართლმსაჯულებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ბელგიელი ექსპერტი, ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორი - ივო ერცენი და გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს