გურამ მაჭარაშვილი - აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობა გვინდა და არა ვასალური დამოკიდებულება - იმედი გვაქვს, ახალი ელჩის მხრიდან შეცდომები დაშვებული არ იქნება

იმედი გვაქვს, აშშ- ის ელჩი „ხალხის ძალის“ განცხადებებს ყურადღებით გაეცნობა და შეცდომები დაშვებული არ იქნება - სხვა შემთხვევაში საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ახალმა ელჩმა „მავნე პრაქტიკა“ არ უნდა გააგრძელოს.

„ჩვენ გვაინტერესებს, რა იქნება ელჩის პოზიციები ჩამოსვლის შემდეგ. მთავარი არის ის, რომ არ გააგრძელოს მავნე პრაქტიკა, რასაც ჰქვია საქართველოსთან ვასალური დამოკიდებულება და საქართველოს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება. დიდი მოლოდინი და იმედი გვაქვს, რომ წინა ელჩის პრაქტიკას გაეცნობა, ასევე ყურადღებით გაეცნობა „ხალხის ძალის“ განცხადებებს, თუ რა გვქონდა ჩვენ პრობლემა, რადგან ამერიკასთან გვინდა პარტნიორული ურთიერთობა და არა ვასალური დამოკიდებულება. გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ ასეთი შეცდომები არ იქნება დაშვებული, სხვა შემთხვევაში საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა