ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე - მოსამართლეებმა უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად - თუ ასე იხელმძღვანელებენ, სახეზეა კონსტიტუციის დარღვევა

ხელის გულზე დევს კონსტიტუციის დარღვევა. ამის არდადგენა სამართლებრივად გააჩენს კითხვას არამხოლოდ ჩვენი, ნებისმიერი იურისტის მხრიდან - მათ (მოსამართლეებმა) უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, თუ ასე იხელმძღვანელებენ, სახეზეა კონსტიტუციის დარღვევა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ამასთან, ოხანაშვილის თქმით, ყურადღება მისაქცევია, რომ პრეზიდენტს სასამართლოზე არ წარმოადგენდნენ კონსტიტუციონალისტები და თუ სამართლებრივად სწორი იყო პრეზიდენტის პოზიცია, ოხანაშვილისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა კარგ კონსტიტუციონალისტს მისი ინტერესები არ დაეცვა. რაც შეეხება პრეზიდენტის წარმომადგენლებს, „იქ გამოჩნდა, რომ არც ერთი იყო კონსტიტუციონალისტი და არც მეორე“.

„არავითარი არგუმენტი არ ჰქონდათ, საკითხის მნიშვნელობა რომ დაეკნინებინათ. ის, რაც განხილვას არ უნდა დაქვემდებარებოდა, იმ საკითხებზე გადაჰქონდათ ყურადღება. ეს იყო მარტივი სამართლებრივი კაზუსი, თუმცა, კი ბატონო, საჭირო იყო განხილვა, ჩვენ დავრჩით ბოლომდე, ყველა შეკითხვას ვუპასუხეთ - მათ შეკითხვებს, საკონსტიტუციო სასამართლოს შეკითხვებს. რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევას და ეს უნდა დადგინდეს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება