კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ დასრულდა

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის მონაწილეებმა - მეცნიერებმა, მკვლევრებმა და ექსპერტებმა მსოფლიოს 11 ქვეყნიდან (საქართველო, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, აშშ, კანადა, ისრაელი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ხორვატია), სამი დღის განმავლობაში, „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის“ ფარგლებში განხორციელებული კვლევები და მიღწეული შედეგები შეაჯამეს. ასევე შეიმუშავეს სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

როგორც „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის" კოორდინატორმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დავით მაღრაძემ აღნიშნა, პროექტის სამომავლო წარმატებისთვის, მსგავსი მასშტაბის შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„კონფერენციაზე ნათლად გამოიკვეთა, რომ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებასთან ერთად, წინ მიდის მეცნიერებაც, შესაბამისად, საჭიროა ახალი კვლევები, ახალი მიგნებები, რაც ქართული ვაზისა და ღვინის შესახებ მიღებულ დასკვნებს კიდევ უფრო გაამყარებს. პერსპექტივები ნამდვილად დიდია და ეს, კონფერენციაში მონაწილე მეცნიერებმა დაადასტურეს. პროექტის ფარგლებში, ქართული ვაზისა და ღვინის შესწავლას, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტების ექსპერტები და მკვლევრები ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა პროექტში ჩართული მეცნიერების რაოდენობა, ნათლად გამოჩნდა პროექტის საქმიანობის გაფართოების პერსპექტივა, რაც მომავალში სხვადასხვა სამეცნიერო პროექტში გადაიზრდება და, საბოლოოდ, ისევ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის იმ მრავალფეროვანი საკითხების შესწავლას წაადგება, რითაც ასე მდიდარია ეს დარგი“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის" ფარგლებში განხორციელებული კვლევები ასეთი მასშტაბურად პირველად წარადგინეს და განიხილეს.

„საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ 10-12 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაწესებული „ღვინის დღეების“ ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის