თეონა ჭალიძე - მივმართავ ღარიბაშვილს და კალაძეს, მოვიდნენ სოციალურად დაუცველ ოჯახთან და ექვსი საათი გაძლონ ამ საცხოვრებელ პირობებში, არათუ ექვსი თვე

მივმართავ, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და თბილისის მერს, კახა კალაძეს - მათი თქმით, სიღარიბე აღმოიფხვრა, ეკონომიკა გაიზარდა. მოვიდნენ და ამ საცხოვრებელ პირობებში ექვსი საათი გაძლონ, არათუ ექვსი თვე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ სოციალურად დაუცველ ოჯახთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ჭალიძე აღნიშნავს, უსახლკარო და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახს მერიამ ორხევის საერთო საცხოვრისი მხოლოდ იმ მიზეზით დაატოვებინა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დედა „წითელი ჯვრის“ დახმარებით სამკურნალოდ საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

მისივე თქმით, 10 კვადრატულ ფარეხში, სადაც ოჯახი ცხოვრობს, უმძიმესი ვითარებაა. იგი პრემიერ - მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს მოუწოდებს, რომ მოვიდნენ და თავადვე გაეცნონ აღნიშნულ ვითარებას:

„ამ 10 კვადრატული ფარეხში, სადაც ელექტროენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი არ არის, შეზღუდული შესაძლებლობის ქალი სამი შვილით სოციალურად დაუცველი, ყოველგვარი საცხოვრებელი, საარსებო პირობების გარეშე ცხოვრობს,.

მივმართავ პრემიერ - მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს. მათი თქმით, სიღარიბე აღმოიფხვრა, ეკონომიკა გაიზარდა და პარალელურად, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ხალხს სათანადო ყურადღება არ ექცევა. მოვიდნენ და ამ საცხოვრებელ პირობებში ექვსი საათი გაძლონ, არათუ ექვსი თვე, რომელსაც ამ ქალს სთხოვენ, მოიცადოს და შემდეგ გადაწყვეტენ, წაიყვანენ თუ არა სოციალურ საცხოვრისში.

უსახლკაროს სტატუსი ამ ოჯახს უკვე აქვს მინიჭებული და მივმართავ მათ, თბილისის მერს, რომ დროულად და სასწრაფოდ მოხდეს რეაგირება და ეს ოჯახი უკეთეს საცხოვრებელ პირობებში მაინც გადაიყვანონ. ამ ქალბატონმა ყველა ინსტანცია მოიარა, ყველას მიმართა, ვისთვისაც შეიძლებოდა რომ მიემართა. თავიდან ყველა იცილებს და ეუბნებიან, რომ ეს მათი საქმე არ არის.

მერიისგან პასუხად მიიღო, რომ უსახლკაროს სტატუსი თავიდან უნდა მიენიჭოს. ბიუროკრატიული პროცესია, როცა ამ ქალს ეს სტატუსი უკვე ჰქონდა და იმ სოციალურ საცხოვრისში, სადაც ბევრად უკეთესი პირობებია, ერთ წლიანი ხელშეკრულება აქვს და გათვალისწინებულია ვადა“,- განაცხადა ჭალიძემ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის