თბილისში, არბიტრაჟის დღეები 2023 იმართება

თბილისში, არბიტრაჟის დღეების რიგით მეათე, საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

სავაჭრო პალატის ინფორმაციით, ღონისძიება, სავაჭრო პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებითა (GIAC) და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით იმართება.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა, აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენელმა ერიკ ვენსიმ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ნილ ვაინსტაინიმ.

„კონფერენცია აერთიანებს არბიტრაჟითა და დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდებით დაინტერესებულ იურისტებსა და პრაქტიკოს ექსპერტებს, რომლებიც , ერთმანეთს უზიარებენ დარგში მიმდინარე სიახლეებს. კონფერენციაზე 200 მდე ადგილობრივი და საერთაშორისო არბიტრი, იურისტი და აკადემიური სფეროს წარმომადგენელი მონაწილეობს.

სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიები დავების გადაწყვეტის და ტექნოლოგიების, ინვესტორთა დაცვის და საარბიტრაჟო შეთანხმებასთან დაკავშირებულ ახალ გამოწვევებზე და ა.შ.

ასევე, ჩატარდება სამუშაო შეხვედრები იურისტებსა და ექსპერტებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ და თემატური ტრენინგები.

არბიტრაჟის დღეები ასევე მოიცავს სოციალურ ღონისძიებებს, რომელიც მისცემს მონაწილეებს შესაძლებლობას სხვადასხვა ქვეყნის არბიტრაჟის პრაქტიკოსებთან დაამყარონ კავშირები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება