ირაკლი კობახიძე - ჩვენ მივესალმებით ხაბეიშვილის დიდხანს დარჩენას თავმჯდომარის პოზიციაზე

რაც შეეხება ხაბეიშვილს, ჩვენ მივესალმებით მის დიდხანს დარჩენას თავმჯდომარის პოზიციაზე, - ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დავით კეზერაშვილის ფაქტორი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ის რადიკალური ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელია.

„რაც შეეხება ხაბეიშვილს, ჩვენ მივესალმებით მის დიდხანს დარჩენას თავმჯდომარის პოზიციაზე. რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციას, კეზერაშვილის ფაქტორი, რა თქმა უნდა, ყველასთვის მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ის არის ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი და დონორი. როგორც არ უნდა ისაუბრონ, ეს არის ფაქტი. ისინი მთლიანად დამოკიდებული არიან, ბუნებრივია, კეზერაშვილზე და ის თავის სისხლიან, კორუფციით ნაშოვნ ფულს წარუმატებლად, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში აბანდებს. შესაბამისად, ეს საუბრები რომ კეზერაშვილი ვიღაცას მოსწონს და ვიღაცას არა ფარსია. ისინი მისგან დაფინანსებას იღებენ“, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძე ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსების საკითხზე პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღების შესახებ ოპოზიციის ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი პოზიცია ძალაში რჩება - მხარს არ დაუჭერენ "რადიკალური ოპოზიციის მიერ ინიცირებულ არც ერთ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციას". როგორც კობახიძე აღნიშნავს, რადიკალურ ოპოზიციას განსხვავებული მიზნები აქვს, რაც სახელმწიფო ინტერესებს პირდაპირ უპირისპირდება

„ჩვენი პოზიცია ძალაში რჩება - ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რადიკალური ოპოზიციის მიერ ინიცირებულ არც ერთ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციას. მათ აქვთ განსხვავებული მიზნები, რაც ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს პირდაპირ უპირისპირდება. ეს არც წარსულში გაგვიკეთებია და არც მომავალში დავუჭერთ მხარს. მათ არც ერთ საგარეო ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ.

სახელმწიფომ თავისი პოზიცია ოფიციალურად უკვე გამოხატა. ოპოზიცია რასაც ცდილობს, ამაზე მეტია? - 11 წელია, ამ ქვეყანაში მშვიდობას ვინარჩუნებთ. ერთადერთი ხელისუფლება ვართ, ვის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა. ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება