ნათია თურნავამ მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებთან და ამერიკელ ინვესტორებთან საქართველოს სტაბილურ მაკროეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მარაქეშში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში Bank of America-ს მიერ გამართულ ინვესტორთა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის ფარგლებში ნათია თურნავამ მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო პოტენციალი და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო გააცნო.

„კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი და საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი.

ქართულმა დელეგაციამ კონფერენციის მონაწილეებს - JP Morgan-ის, Morgan Stanley-ის, Fidelity Management and Research Company-ის, Artisan Partner-ის, Vanguard Asset Management-ის, Abrdn Investment Limited-ის და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებს საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს, ინფლაციის შემცირებულ დონეს, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას და ბოლო წლების განმავლობაში, გარე შოკების მიუხედავად, ქვეყანაში დაფიქსირებულ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. საუბარი ასევე შეეხო ინვესტორებისთვის საინტერესო ისეთ თემებს, როგორიცაა საბანკო სექტორის სტაბილურობა, დედოლარიზაცია და სხვა.

მარაქეშში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრები 14 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები, ასევე ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში