თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი „ვარდისფერი ოქტომბრის“ ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების კამპანიას უერთდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ტრადიციულად უერთდება „ვარდისფერი ოქტომბრის“ ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების კამპანიას, რომლის მიზანი სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, თვითშემოწმებისა და სკრინინგული კვლევების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწორედ ამ მიზნით 12 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა თემაზე „ერთად დავამარცხოთ ძუძუს კიბო”.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ქალთა ორგანიზაცია; ეროვნული სკრინინგ ცენტრი; თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახური და სტუდენტური თვითმმართველობა.

შეხვედრის მთავარ გზავნილს ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამებში მონაწილეობისკენ მოწოდება წარმოადგენდა. შეხვედრაზე დარგის სპეციალისტებმა საქართველოს პარლამენტის წევრებთან: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრთან ირმა ზავრადაშვილთან და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრთან, ნინო წილოსანთან ერთად ისაუბრეს სკრინინგისა და ნაადრევი დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე; დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სტუდენტებს საქართველოში მოქმედი „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამაზე, სკრინინგ ცენტრებსა და იქ არსებულ სერვისებზე, ასევე, სამკურნალო პროგრამებსა და მათ დაფინანსებაზე.

დადგენილია, რომ სკრინინგ პროგრამაში მოსახლეობის 70%-ის ჩართულობა ძუძუს კიბოთი გამოწვეულ ლეტალობას 30%-ით ამცირებს, ამდენად, ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ძუძუს კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არაგადამდები დაავადებაა, მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომლის მნიშვნელოვან გამომწვევ მიზეზს დაგვიანებული დიაგნოსტიკა წარმოადგენს.

პარლამენტის წევრის ირმა ზავრადაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ დიდი პასუხისმგებლობა აქვთ საზოგადოების წინაშე, რომ მიაწოდონ სწორი ინფორმაცია და ხელი შეუწყონ მათ პრევენციული ზომების მიღწევას.

„ამ კამპანიის მიზანია გააქტიურდეს ძუძუს კიბოს პრევენციული ღონისძიებების გატარება, რადგან ისინი არა მხოლოდ განკურნების, არამედ სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების გარანტიაცაა. დროული დიაგნოსტირება ამცირებს ქვეყნის ჯანდაცვის ხარჯებს და უზრუნველყოფს მოსახლეობის კეთილდღეობას. ამ მიმართულებით სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს დიდი პასუხისმგებლობა გენიჭებათ. თქვენ უნდა მიაწოდოთ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია და ხელი შეუწყოთ მოქალაქეებს პრევენციული ზომების მიღებისკენ, რომელიც უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის გარანტი იქნება“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და კამპანიაში აქტიურად ჩართვის სურვილი დაადასტურეს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა