საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში დანით შეიარაღებულმა პირმა მასწავლებელი მოკლა

საფრანგეთში, ჩრდილოეთ ქალაქ არასში, ერთ-ერთ სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად მასწავლებელი დაიღუპა და ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელი დაკავებულია.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია თავდამსხმელის ძმაც.

სააგენტო „ფრანს-პრესს“ პოლიციაში განუცხადეს, რომ თავდამსხმელი თავდასხმის დროს ყვიროდა: "ალაჰ აკბარ", ანუ „დიდება ალაჰს“.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც 20 წლის ახალგაზრდაა, აღნიშნული სკოლის ყოფილი მოსწავლეა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება