„პეისერა ბანკი საქართველო“ ევროპასთან ინტეგრაციის ფინანსურ მიმართულებაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს

„პეისერა ბანკ საქართველომ“ საქართველოს მოქალაქეებისთვის ექსკლუზიურად გახდა ხელმისაწვდომი ევროპული ანგარიშები, რომლებიც ევროს ერთიანი გადახდის სივრცეშია (SEPA) ჩართული.

SEPA - Single Euro Payment Area არის ერთიანი ევრო გადახდის სისტემა, რომელიც ევროპის მასშტაბით ევროს ელექტრონული გადახდების პროცესის ჰარმონიზებას ახდენს. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დაგეგმილია საქართველო SEPA-ს შეუერთდეს და აღნიშნულზე აქტიური მუშაობაც მიდის. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს დონეზე კარგად არის გაცნობიერებული, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს გადახდის ამ სისტემაში ჩართვას. მანამდე კი „პეისერა ბანკ საქართველომ“ კერძო ინიციატივით ის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უკვე ხელმისაწვდომი გახადა.

„პეისერა ბანკ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემაში „საქმიანი საღამო“ ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური პროდუქტი, რომელიც დღეს საქართველოს ბაზარზე არ არსებობს. ჩვენ ვართ ერთადერთი ბანკი, რომელიც ქართველ მომხმარებელს უხსნის როგორც ქართულ, ასევე ევროპულ საბანკო ანგარიშს ერთ სივრცეში. ამასთან, ევროპული საბანკო ანგარიში ჩართულია ევროს ერთიანი გადახდის სივრცეში, რაც ევროში სწრაფად და მარტივად ანგარიშსწორების შესაძლებლობას იძლევა. SEPA-ში განაცხადი ქვეყანასაც აქვს გაკეთებული. ეს ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია SEPA-ს წევრობა. ჩვენი, ჩვენი კერძო ინიციატივით ეს უკვე შევძელით. ეს გახლავთ ევროპასთან ინტეგრაცია ფინანსური მიმართულებით. ფინანსური ანგარიშსწორების სისტემის ევროპასთან ინტეგრაცია მოვახდინეთ. ეს გვაძლევს შესაძლებლობას გავამარტივოთ ვაჭრობა და ზოგადი ანგარიშსწორება. ჩვენი შეთავაზებები საზოგადოებისთვის დიდი სარგებლის მომტანია,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"პეისერა ბანკ საქართველოს" ბიზნესმოდელი ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას ეფუძნება და მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული პროდუქტების შეთავაზებას გულისხმობს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა