გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მერვე მიკრორაიონში N2-N4 და მეშვიდე მიკრორაიონის N6ა კორპუსებთან არსებული დაზიანებული სკვერები სრულად რეაბილიტირდა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაოების ფარგლებში, ბავშვთა გასართობი ზონები და ფიტნეს სივრცე მოეწყო.
„ასევე, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები დამონტაჟდა. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ამასთან, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურაც განთავსდა. ორივე სკვერისთვის, საბოლოოდ, 469 911 ლარი დაიხარჯა.
ამასთან, მერვე მიკრორაიონის N1 საცხოვრებელ კორპუსებთან 16-ამდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა და ავტომობილებისთვის საპარკინგე სივრცე მოეწყო.
დასრულებულ პროექტებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.