ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მესამე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

20–25 ოქტომბერს, ქუთაისი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს მესამედ უმასპინძლებს. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფესტივალი ქუთაისის მერიის და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ორგანიზებით, TBC კონცეპტისა და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით ჩატარდება.

„ფესტივალს მეორე წელია მასპინძლობას სასტუმრო „Kutaisi Inn“ გაუწევს. საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ „საქართველოში“ მაყურებელი მრავალფეროვან პროგრამას იხილავს. კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად, ფესტივალი კინემატოგრაფისტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამას მოიცავს: მასტერკლასებს, დისკუსიებს და პრეზენტაციებს, თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პანორამა და ამასთან, ახალი ტალღის ქართველი დოკუმენტალისტების ფილმების პრემიერები გაიმართება. ფესტივალზე ჟიური გამარჯვებულებს სამ კატეგორიაში გამოავლენს: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი. გამარჯვებულები ფესტივალის მთავარ პრიზს - „ოქროს დინოზავრს“ მიიღებენ. დაჯილდოების ცერემონია 25 ოქტომბერს, კინოთეატრ „საქართველოში” ჩატარდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება