საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც, სტუ-სა და ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, სტუ-ის მხრიდან შეხვედრას სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის აკადემიური დატვირთვებისა და საბაკალავრო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი და ამავე სამსახურის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის განყოფილების ხელმძღვანელი ხათუნა ლეჟავა ესწრებოდნენ. ხოლო ფონდის მხრიდან - პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ ცანდიშვილი.

„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2021 წლიდან პარტნიორობს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდთან. სამი წლის მანძილზე სტუ-ის სამშენებლო, არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების უმაღლესი რეიტინგის მქონე 18 სტუდენტი ბექაიას ფონდის სტიპენდიატი გახდა. უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, სემესტრის მანძილზე ფონდმა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობის სტიპენდია გადასცა.

გარდა ამისა, ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულის მქონე 2 აბიტურიენტი/პირველკურსელი, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2021-2022 და 2022-2023 სასწავლო წლებში ჩაირიცხა, ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პრემიის მფლობელი გახდა. ფონდმა მათ ერთჯერადად 1500-ლარიანი პრემია გადასცა.

შეხვედრაზე მემორანდუმის ხელმომწერმა მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ამასთან ერთად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პროექტების ხელმძღვანელმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მიმდინარე სასწავლო წლის მანძილზე ფონდის სამოქმედო გეგმა გააცნო და იმ ახალ პროექტებზე ესაუბრა, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება.

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის აკადემიური დატვირთვებისა და საბაკალავრო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ფონდის წარმომადგენლებს უნივერსიტეტში აკადემიური პროგრამების განხორციელებაში შეტანილ სიახლეებზე, ახალდანარგილ პრიორიტეტულ და აკრედიტაციამოპოვებულ საბაკალავრო პროგრამებსა და სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მხრივ გატარებულ ღონისძიებებზე ესაუბრა.

შეხვედრის დასასრულს, თამაზ ბექაიას ფონდის პროექტების ხელმძღვანელმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ფონდის სტიპენდიატთა და პრემიის მფლობელთა დაჯილდოების მორიგ ცერემონიაზე მიიწვია. როგორც გოგა ჩანადირმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში ფონდი თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერი უნივერსიტეტების, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტების მაღალრეიტინგულ სტუდენტებს ყოველთვიური სტიპენდიებით დააჯილდოებს და ასევე, ფონდის პრემიის მფლობელებს - ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულით ჩარიცხულ პირველკურსელებს გამოავლენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის