ილია დარჩიაშვილი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მარია გაბრიელს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა სოფიას მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო და ბულგარეთი იზიარებენ საერთო ევროპულ ღირებულებებს და საქართველოს უნდა ჰქონდეს ბულგარეთის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ამ გზაზე.

„მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს პროგრესს, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ასევე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში. დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს რეფორმებს და გაწეულ ძალისხმევას ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროკავშირისთვის ისეთ საკვანძო მიმართულებებში, როგორიც არის ენერგო უსაფრთხოება და ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტები.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ამ კუთხით შავი ზღვის მზარდ პოტენციალს და აღნიშნეს შავი ზღვის საკითხზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა, მათ შორის მწვანე ენერგიის პროექტის ფარგლებში ბულგარეთის ჩართულობის თვალსაზრისით.

შეხვედრაზე საუბარი დაეთმო ასევე ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგს, აღინიშნა ქვეყნებს შორის გააქტიურებული მაღალი დონის კავშირები, როგორც საკანონმდებლო, ასევე სამთავრობო დონეზე.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების დიდ პოტენციალს, ეკონომიკის, ვაჭრობის, მაღალი ტექნოლოგიების, განათლების, კულტურის, სოფლის მეურნეობის სფეროში და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით, მათ შორის ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოებისთვის.

მინისტრები მიესალმნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ვიზიტს ბულგარეთში, რომელიც მრავალწლიანი პაუზის შემდგომ, პირველად იმართება და იმედი გამოთქვეს, რომ მაღალი დონის კავშირები ხელს შეუწყობს საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა ბულგარეთის ვიცე-პრემიერი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება