ქუთაისში საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო" გაიხსნა

ქუთაისში საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო“ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფოტოფესტივალი ფოტოგრაფ ილო ხახიაშვილის ძეგლის პატივგებით დაიწყო, საკონკურსო ფოტოები კი „თიბისი ბანკის“ საგამოფენო სივრცეშია წარმოდგენილი.

ინფორმაციის მიხედვით, წელს ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოს 7 ქვეყნის (საქართველო, საფრანგეთი, ნიდერლანდები, უკრაინა, ბელგია, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი) ფოტოხელოვანები და ფოტომოყვარულები.

ფესტივალის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე.

„ქუთაისში საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო“ გაიხსნა. ფოტოფესტივალი 17 წელია უკვე, რაც ტარდება და გასულ წელს მას საერთაშორისო სტატუსი მივანიჭეთ. ფოტოკონკურსის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფები, ხელი შეუწყოს ქუთაისში ფოტოგრაფიის განვითარებას და ამ მიმართულებით ჩვენი ქალაქის წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

„ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები და ფოტოსესიები, მონაწილეებისთვის მოეწყობა ტურები ქუთაისის და იმერეთის გასაცნობად.

საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო“ დაიხურება 15 ოქტომბერს. დახურვის ცერემონიალზე, პროფესიონალური ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს ფესტივალის მთავარი და სპეციალური პრიზები გადაეცემათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება