კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „უნარები დასაქმებისთვის“

13 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, პოტენციურ დამსაქმებლებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, თემაზე: „უნარები დასაქმებისთვის“.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, დისკუსიაში მონაწილეობდნენ 20-მდე წამყვანი კომპანიის - ფინანსთა სამინისტროს, Rooms Hotels-ის, კრედო ბანკის, კაია კონსთრაქშენის, ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის, Bold&Epic Craft-ის, გუდვილის, პანჯეა ჯორჯიასა და სხვა კომპანიების წარმომადგენლები, ტალანტების შერჩევასა და რეკრუტირებაზე პასუხისმგებელი პირები (კომპანიის ხემლმძღვანელები, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები).

„შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, სტუდენტთა პრაქტიკის, სტაჟირებისა და დასაქმების მიმართულებით.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი - მარიკა კლდიაშვილი. მან მოწვეულ სტუმრებს გააცნო ფაკულტეტის მიმდინარე პროექტები და საგანმანათლებლო პროგრამები.

საგულისხმოა, რომ CIU ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ამოცანაა, ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, რომლებიც შეესაბამება უნივერსიტეტის მისიას, ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ითვალისწინებს საერთაშორისო ბაზრის ტენდენციებს.

ღონისძიების პარტნიორები არიან ციფრული HRMS პლატფორმა Self.ge და Sfero.ge.

დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ CIU-ს საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა