გორის მერია - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და მისი მოადგილე საკალათბურთო კლუბ „ივერიონის“ წევრებსა და ხელმძღვანელობას შეხვდნენ

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი საკალათბურთო კლუბ „ივერიონის“ წევრებსა და ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს სუპერლიგაში, რომელიც უახლოეს დღეებში აიღებს სტარტს - „ივერიონი“ პირველად იასპარეზებს.

„კლუბი, რომელიც 2 წლის წინ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაარსდა, გასულ წელს, ქვეყნის ჩემპიონატის ჯერ „ა ლიგაში“, შემდეგ კი ფლეი-ოფში წარმატებით გამოვიდა და სუპერლიგის საგზურიც მოიპოვა.

შეხვედრაზე, კლუბის ხელმძღვანელებმა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა - „ივერიონის“ მიზნებსა და ახალ ამოცანებზე ისაუბრეს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა წარმატებები უსურვა გუნდს და იმედი გამოთქვა, რომ „ივერიონი“ სუპერლიგაში ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და ღირსეულად წარმოაჩენს გორს.

პირველ მატჩს სუპერლიგაში, „ივერიონი“ 21 ოქტომბერს, გორის სპორტის სასახლეში გამართავს და გურჯაანის „დელტას“ შეხვდება.

„ივერიონში“ როგორც დიდების, ისე სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში 150-მდე კალათბურთელია, რომლებსაც კვალიფიციური მწვრთნელები ავარჯიშებენ და ეს გუნდები გამოდიან სხვადასხვა ასაკობრივ შეჯიბრებებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება