ნათია თურნავა ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მარაქეშში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის წარმომადგენელს საიმონ ლეიქს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის პარტნიორულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე გამახვილდა ყურადღება. მხარეებმა გამოთქვეს მომავალი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.

„დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანა მონეტების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში და საქართველო ეროვნულ ბანკთან მას მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. The Royal Mint ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორია მონეტების დამზადების სფეროში. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ თანამშრომლობა დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანასა და ეროვნულ ბანკს შორის მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის არაერთი პროექტი სწორედ დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანაში განხორციელდა. სხვადასხვა წლებში The Royal Mint-ში დამზადდა 2-ლარიანი, 1-ლარიანი და 50-თეთრიანი მონეტები, ასევე, ქრისტესშობის 2000 და სახელმწიფოებრიობის 3000 წლების 10-ლარიანი საიუბილეო მონეტები.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის