ბულგარეთის ვიცე-პრემიერი - მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დავადასტურო ბულგარეთის მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მიმართ

მინდა დავადასტურო მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ 2022 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების მიმართ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით. საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე,- ამის შესახებ ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია გაბრიელმა სოფიაში, ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკომისიის ანგარიშში ეს პროგრესი მალე აისახება. მნიშვნელოვანია ამ ინტენსიური დიალოგის დონის შენარჩუნება და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის ბულგარეთის პოზიციის გაზიარება საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით",- განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა.

როგორც ბულგარელმა მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი ასევე საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის თანამშრომლობას ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, მაღალი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და განათლებისა და კულტურის სფეროებში.

„მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრ დარჩიაშვილს ვიზიტისთვის და დავუდასტურო ბულგარეთის მთავრობის მკაფიო მხარდაჭერა. მინდა ქართველ ხალხს ვუსურვო წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე”,- განაცხადა მარია გაბრიელმა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის