თინა ბოკუჩავამ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და გიორგი ვაშაძემ საფრანგეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტში შეხვედრები გამართეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, პარტიის საერთაშორისო მიმართულების მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და პარლამენტში ერთობლივ შეხვედრებს მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროპული არჩევანი იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ, რომელიც ბრიუსელმა უნდა მიიღოს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ აგრძელებს საქართველოს ინტერესების დაცვას იმისთვის, რომ საქართველომ ეს ისტორიული შესაძლებლობა არ დაკარგოს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება