შალვა პაპუაშვილი - გულწრფელი მადლობა ბულგარეთის პარლამენტს და მის თავმჯდომარეს დეკლარაციისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური გზის და კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის პარლამენტის მიერ მიღებულ დეკლარაციას ეხმაურება, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

„გულწრფელი მადლობა ბულგარეთის პარლამენტს და მის თავმჯდომარეს, ჩემს მეგობარს როსენ ჟელიაზკოვს საპარლამენტო დეკლარაციისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური გზის და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერისთვის. ჩვენ ვაფასებთ გულწრფელ პარტნიორობას, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს, ინტერესებს და ევროპულ მომავალს“, - წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერში“.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!