ნიდერლანდების პრემიერი - უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს გავაგრძელებთ, რამდენიც საჭირო იქნება - უკრაინას დამატებით Patriot-ის რაკეტებს მივაწვდით

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე დაუანონსებელი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა. ამის შესახებ რუტე „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

რუტეს თქმით, ის ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევით ჩავიდა რათა აჩვენოს, რომ ისრაელსა და ღაზაში საშინელი მოვლენები ყურადღებას არ გადაიტანს უკრაინის მხარდაჭერისგან.

„უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს გავაგრძელებთ, რამდენიც საჭირო იქნება. ამ ზამთარს რუსეთი ეცდება უკრაინას რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს. ამიტომ ნიდერლანდები დამატებით Patriot რაკეტებს მიაწვდიან, რათა უკრაინამ რუსეთის ბარბაროსული ავიადარტყმებისგან საკუთარი თავის დაცვა შეძლოს“, - წერს რუტე.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ოდესის პორტს ეწვია, „სადაც უკრაინელი სამოქალაქო პირები ყველაზე რთულ პირობებში მუშაობენ“.

„ნიდერლანდები უკრაინას დაეხმარება საპატრულო კატერები შეიძინოს, რომლებიც მარცვლეულის ექსპორტის საზღვაო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება“, - წერს რუტე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის