ისრაელმა ღაზაში ლოკალური რეიდები განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რეიდებში სახმელეთო ჯარები და ჯავშანტექნიკა მონაწილეობდნენ. მთავარ მიზანს „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების ძიება და მათი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება წარმოადგენდა.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, მათ „აღკვეთეს ტერორისტული ელემენტები და ინფრასტრუქტურა, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა, მათ შორის „ჰამასის“ ჯგუფი, რომელიც ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს ისროდა ისრაელის ტერიტორიისკენ“.