ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზას მოსახლეობა საევაკუაციო დერეფნების გამოყენებით დღეს ჩრდილოეთ ზოლის დატოვებას შეძლებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღაზას მოსახლეობა საევაკუაციო დერეფნების გამოყენებით, დღეს ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ჩრდილოეთ ზოლის დატოვებას შეძლებს.

„თუ თქვენ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებზე ზრუნავთ, წადით სამხრეთის მიმართულებით, ინსტრუქციის მიხედვით. დარწმუნებულნი იყავით, რომ „ჰამასის“ ლიდერებმა უკვე იზრუნეს საკუთარ თავებზე და საჰაერო თავდასხმებს ემალებოდნენ“, - აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები „ტვიტერის“ გვერდზე არაბულად აქვეყნებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაერო-ს აცნობა, რომ ღაზას პალესტინელი მოსახლეობა სამხრეთით უნდა გადაადგილდეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს