რომეო მიქაუტაძე საერთაშორისო კონფერენციაში - Uniting Business Europe მონაწილეობდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გლობალური შეთანხმებისა და საქართველოს ქსელის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში - Uniting Business Europe.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონფერენციის მიზანი იყო, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში, კერძო სექტორის წვლილის შეფასება.

„გაიმართა დისკუსია, თუ რა კრიტიკული როლი აქვს კრიზისის დროს ბიზნესის ლიდერობას, პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომას, გლობალურ ტენდენციებს, მექანიზმებს და პარტნიორობას 2030 წლის დღის წესრიგის სრულად მისაღწევად.

მაღალი დონის პანელურ განხილვებში დისკუსიისას, რომეო მიქაუტაძემ ისაუბრა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მიღების საკითხებზე, არსებულ გამოწვევებზე და პერსპექტივებზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯებს დგამს მთავრობა ისეთი პოლიტიკური გარემოსა და მარეგულირებელი ბაზის შესაქმნელად, რაც ქვეყანაში განახლებადი ენერგიების განვითარებას წაახალისებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ასამაღლებლად ძალზე მნიშვნელოვანია. ჰიდროენერგიის წარმოებაზე ორიენტირებიდან გამომდინარე, ქვეყანამ განახლებადი ენერგიის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა. ეს ხაზგასმულია სტრატეგიულ და პოლიტიკის დოკუმენტში „საქართველოს ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებს შესახებ“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მან დისკუსიის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდაჭერის სქემაზე, რომლის ფარგლებშიც პირველი 300 მგვტ სიმძლავრის აუქციონი უკვე წარმატებით ჩატარდა, მეორე კი შემოდგომაზე გაიმართება", - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

თავის გამოსვლაში, მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება სხვადასხვა დონის დაინტერესებული მხარეების, მათ შორის მთავრობის, კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების როლისა და მათ შორის ეფექტური თანამშრომლობის აუცილებლობასა და განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მოხმარების წახალისებაზე.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა