ქეთევან თურაზაშვილმა სტრასბურგში ვიზიტი დაასრულა

საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ წევრმა ქეთევან თურაზაშვილმა სტრასბურგში ვიზიტი დაასრულა.­

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „მოქალაქეები“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია 9 ოქტომბრიდან იმართებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტი კონცენტრირდა ისეთი მნიშვნელობის საკითხებზე, როგორიცაა მიგრაცია და მიგრაციით გამოწვეულ პრობლემები, ქალთა, ბავშვების და შშმ პირების უფლებები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების ლეგიტიმაციის და პუტინის პრეზიდენტობის ვადის გახანგრძლივების სამართლებრივი საკითხი.

„დავასრულე ვიზიტი სტრასბურგში, სადაც ვესწრებოდი ევროპის საბჭოს საშემოდგომო სესიას. კვირის განმავლობაში მხარი დავუჭირე არაერთ მნიშვნელოვან რეზოლუციას, რომელიც ეხებოდა ქალებს, შშმ პირებს, მიგრანტებს და ბავშვთა უფლებებს. სესიის დახურვის დღეს ხმა მივეცი რეზოლუციას პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც პასუხია ვლადიმერ პუტინის მიერ, რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი შესწორებაზე, რომელმაც მას საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი მოუხსნა. აღნიშნული ცვლილება პუტინს უფლებას აძლევს, დარჩეს თანამდებობაზე 2036 წლამდე. საქართველოს დელეგაციიდან სესიებს მხოლოდ მე ვესწრებოდი“, - აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება