მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ბოლნისში ღვინის ფესტივალი გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქალაქ ბოლნისში ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“ გაიმართა.

ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ფესტივალის სტუმრებს, ძველ გერმანულ უბანში, წისქვილის ქუჩაზე ბოლნისელი მეღვინეების მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობა ჰქონდათ. ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.

„საფესტივალო დღის განმავლობაში გაიმართა ღვინის კოქტეილების დეგუსტაცია, ჩურჩხელების ამოვლება, პურის ცხობა, ფელამუშის მომზადება, საწნახელში საზეიმოდ დაიწურა ყურძენი. სპეციალურად ფესტივალის პატარა სტუმრებისთვის სხვადასხვა საბავშვო აქტივობა მოეწყო.

ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდა გიგი პიანომენი, საფესტივალო დღე კი ანსამბლი „ალილოს“, ბენდის ¼ და ლინდა ადამიას კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება