ჯანმო-ს ხელმძღვანელი - სამედიცინო დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი ეგვიპტეში დაეშვა

სამედიცინო დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი ეგვიპტეში დაეშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი ავრცელებს.

თვითმფრინავი, რომელსაც ღაზას მოსახლეობისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარება გადააქვს, ელ-არიშში, ეგვიპტეში, რაფაჰის გადასასვლელთან ახლოს დაეშვა.

„ჩვენ მზად ვართ სამედიცინო დახმარების მარაგი ღაზას მაშინვე მივაწოდოთ, როგორც კი რაფაჰის გადასასვლელის მეშვეობით ჰუმანიტარული დახმარების გაწევა შესაძლებელი გახდება“, - წერს გებრეისუსი „ტვიტერის“ გვერდზე.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა