ისრაელის არმია ლიბანში ჟურნალისტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს, - ამის შესახებ ისრაელის არმიის წარმომადგენელმა, რიჩარდ ჰეხტმა განაცხადა.
„ჩვენ ძალიან ვწუხვართ ჟურნალისტის გარდაცვალების გამო“, - განაცხადა რიჩარდ ჰეხტმა მედიასთან.
ჟურნალისტების შეკითხვას, იღებს თუ არა ისრაელის თავდაცვის ძალები პასუხისმგებლობას, ჰეხტმა უპასუხა, რომ ისინი ვითარებას შეისწავლიან.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს, ლიბანის საზღვართან ახლოს დაბომბვის შედეგად საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტი დაიღუპა და ექვსი სხვა ჟურნალისტი დაშავდა.