ისრაელის თავდაცვის ძალები - „ჰამასის“ სამხედრო მეთაური, რომელიც სამხრეთ ისრაელზე შეტევებს ხელმძღვანელობდა მოკლულია

„ჰამასის“ სამხედრო მეთაური, რომელიც სამხრეთ ისრაელზე შეტევებს ხელმძღვანელობდა მოკლულია, - აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის სამხედრო დაზვერვის დირექტორატის ძალისხმევით, „ჰამასის“ ე.წ. ნუხბას ქვედანაყოფის მეთაური, ალი ხადი, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

ცნობისთვის, ხადი ისრაელმა 2005 წელს ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის გამო დააკავა, ხოლო 2011 წელს, გილად შალიტის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა