ნათია თურნავა - „ვიზასა“ და „მასტერქარდთან“ მყისიერი გადახდის სისტემის დანერგვის პროექტში სამომავლო თანამშრომლობა განვიხილეთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მარაქეშში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, წამყვანი საერთაშორისო საბარათე სქემების „ვიზას“ და "მასტერქარდის" წარმომადგენლებს შეხვდა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, როგორც კომპანია „ვიზასთან“, ასევე კომპანია „მასტერქარდთან“ შეხვედრისას მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და პროექტები განიხილეს.

გარდა ამისა, ისაუბრეს საბანკო სერვისებში ციფრული ტექნოლოგიებისა და უნაღდო გადახდების სისტემების განვითარებაზე, მათ შორის, საქართველოში მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის თაობაზე.

ნათია თურნავას განცხადებით, მყისიერი გადახდის სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს კომერციულ ბანკებსა და არასაბანკო საგადასახადო მომსახურების პროვაიდერებს შორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

„ვიზა“ და „მასტერქარდი“ ქვეყანაში უნაღდო გადახდების განვითარების მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან.

„შეხვედრების ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე, როგორიცაა მყისიერი გადახდის სისტემის დანერგვა, რომელზეც ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს. ეს სისტემა დააჩქარებს გადახდის პროცესს და გააუმჯობესებს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხს, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოში „ვიზა“ და „მასტერქარდი“ 20 წელზე მეტია ოპერირებენ. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტთან როგორც საგადახდო სისტემების, ასევე ფინანსური განათლების, ციფრული ვალუტის, ღია ბანკინგის და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა