პაატა მანჯგალაძე - მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ისრაელში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანა რომელთა დაბრუნება უკვე გადაუდებელი აუცილებლობა გახდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას მიმართავს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა, რომელთა დაბრუნება უკვე გადაუდებელი აუცილებლობა გახდა.

როგორც მან აღნიშნა, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს მათი სპეციალური რეისებით ჩამოყვანა, „აირზენასთან“ ერთად ახორციელებს ზეკომერციული ფასებით მათ ძარცვას“.

„რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ, რომ ისრაელი ტერორისტებთან რეალურ ომშია ჩართული და ფაქტობრივად, იქ უსაფრთხო ადგილი არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ბევრი ქართველი გვიკავშირდება, რომ საქართველოში დაბრუნება დაუყოვნებლივ ესაჭიროება. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს მათი ჩამოყვანა სპეციალური რეისებით, „აირზენასთან“ ერთად ზეკომერციული ფასებით მათ ძარცვას ახორციელებს, თან ამ გაბერილი ბილეთის ფასის პირობებშიც კი არ არის ბილეთების საკმარისი რაოდენობა.

უზნეობაა, როცა სიცოცხლესა და უსაფრთხოებას კომერციული და ფინანსური ინტერესი უპირისპირდება, სწორედ ეს არის ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობა და დანაშაული. მხოლოდ საკონსულო და საელჩო ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

ვიცით, რომ ისრაელში 90% ზე მეტი ქართველი არ არის საკონსულო აღრიცხვაზე, ისინი განაწილებულები არიან მთელს ტერიტორიაზე და აუცილებელია მათთან მუდმივი კომუნიკაციის ხაზის აწყობა. თუ სპეციალურ რეისებს არ აკეთებს ხელისუფლება, აუცილებელია არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ ყველასთვის ფიქსირებული, შეღავათიანი ფასის შეთავაზება ბილეთებზე, რადგან დალხენილი ცხოვრებისთვის იქ არავინ წასულა და ფრენისთვის საჭირო ათასობით ლარი უმეტეს მათგანს არ გააჩნია. მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ისრაელში მცხოვრები ჩვენი იმ მოქალაქეების სამშობლოში ჩამოყვანა, რომელთა დაბრუნება უკვე გადაუდებელი აუცილებლობა გახდა", - განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება