სომხეთის პრეზიდენტმა  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა, სომხეთის ეროვნული ასამბლეის მიერ 3 ოქტომბერს მიღებულ კანონს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ, ხელი მოაწერა.

„13 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ“, - აცხადებს სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახური.

ცნობისთვის, სომხეთმა რომის წესდებას ხელი 1998 წელს მოაწერა, მაგრამ ამ დრომდე მისი რატიფიცირება არ მოუხდენია.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის